"გვესმის ყველა რისკი და მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის - დღეს ჩვენი ყველაზე დიდი მტერი პანიკაა" - კვირის პალიტრა

"გვესმის ყველა რისკი და მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის - დღეს ჩვენი ყველაზე დიდი მტერი პანიკაა"

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ​ქვეყნის გარშემო არსებული დაძაბულობის საკითხი განიხილა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზელენსკიმ და მიშელმა განიხილეს უსაფრთხოების ვითარება, ისევე როგორც ნაბიჯები „სიტუაციის დეესკალაციისა და მშვიდობის მისაღწევად არსებული მოლაპარაკებების ფორმატებში".

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა „პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევის კოორდინაციის მნიშვნელობას სამშვიდობო პროცესისა და სტაბილურობის აღდგენის მიზნით“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ კონფლიქტის პოლიტიკურ და დიპლომატიური მოგვარებას. ჩვენ არ დავემორჩილებით პროვოკაციებს", - განაცხადა ზელენსკიმ.

განცხადების თანახმად, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შარლ მიშელს და ევროკავშირის სხვა ლიდერებს უკრაინაში მათი დიპლომატების ყოფნისთვის და მათი ძალისხმევისთვის უკრაინის მხარდასაჭერად. ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის წინააღმდეგ „პრევენციული სანქციების“ დაწესების აუცილებლობას ნებისმიერი აგრესიული ზრახვების შესაჩერებლად.

"ჩვენ გვესმის ყველა რისკი და მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის. მაგრამ ჩვენ ამ სიტუაციაში ვართ 2014 წლიდან. დღეს კი ჩვენი ყველაზე დიდი მტერი პანიკაა", - განაცხადა ზელენსკიმ.

ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინის თავდაცვისა და ფინანსური სტაბილურობის გაზრდა და ევროკავშირთან შემდგომი პრაქტიკული თანამშრომლობა.