განახლებული მონაცემებით, სოფელ სამებასთან 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - კვირის პალიტრა

განახლებული მონაცემებით, სოფელ სამებასთან 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის განახლებული მონაცემებით, საქართველოში, სოფელ სამებასთან 6.2 სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

" თბილისის დროით 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 6.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჯერჯერობით ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

"ინტერპრესნიუსი"