"ერთი ბიძგი და ავარიული სახლების პრობლემა მოხსნილია" - ბათუმელი მაღალჩინოსნის პოსტი მიწისძვრაზე, რის შემდეგაც თანამდებობა დატოვა - კვირის პალიტრა

"ერთი ბიძგი და ავარიული სახლების პრობლემა მოხსნილია" - ბათუმელი მაღალჩინოსნის პოსტი მიწისძვრაზე, რის შემდეგაც თანამდებობა დატოვა

"ერთი ბიძ­გი და ავა­რი­უ­ლი სახ­ლე­ბის პრობ­ლე­მა მოხ­სნი­ლია" - ეს პოს­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბა­თუ­მის მე­რი­ის სპორ­ტუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა თე­მურ ხა­სი­ამ მი­წისძვრი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

პოსტს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან აგ­რე­სი­უ­ლი შე­ფა­სე­ბა მოჰ­ყვა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი წერ­დნენ, რომ ბა­თუმ­ში ავა­რი­ულ სახ­ლებ­ში მცხოვ­რებ­ლე­ბი ისე­დაც შიშ­ში ცხოვ­რო­ბენ და მე­რი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სას მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბა არ უნდა და­ე­წე­რა.

მოგ­ვი­ა­ნებ­თი, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თე­მურ ხა­სი­ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. ამის შე­სა­ხებ კვლავ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა და თა­ნამ­შრომ­ლებს წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა.

"ვტო­ვებ ბა­თუ­მის სპორ­ტის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას. წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს" წერს თე­მურ ხა­სია.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ მან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი "ფე­ის­ბუ­ქი" გა­ა­უქ­მა და არც ჩვენს სა­ტე­ლე­ფო­ნი ზა­რებ­საც პა­სუ­ხობს.