დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ მათ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არაზუსტია - კვირის პალიტრა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ მათ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არაზუსტია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ მათ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია და არსებულ რეალობას სრულად არ ასახავს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ვებ-გვერდზე ზუსტი ინფორმაციის განთავსება ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, Stopcov.ge-ზე დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 028 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გარდაიცვალა კიდევ 21 პაციენტი.