თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკიდან პაციენტი გადახტა - კვირის პალიტრა

თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკიდან პაციენტი გადახტა

თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკიდან პაციენტი გადახტა. პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, კლინიკაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

"რაღაცით გააღო ფანჯარა და გადახტა. პალატაში ორნი იყვნენ. ერთი გაეწერა, ეს დარჩენილი იყო", - აღნიშნავს ტურძელაძე "ტვ პირველთან".

მისივე ინფორმაციით, პაციენტი კლინიკას ხვალ დატოვებდა. ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, პაციენტს "კარგი ანალიზები ჰქონდა და მდგომარეობიდან გამოსული იყო".