უკრაინის რადა მსოფლიოს მოუწოდებს, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა არ აღიაროს - კვირის პალიტრა

უკრაინის რადა მსოფლიოს მოუწოდებს, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა არ აღიაროს

უკრაინის რადა გაერო-ს, ევროკომისიას, ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებსა და პარლამენტებს მიმართავს, არ აღიარონ თვითგამოცხადებული რესპუბლიკები, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებული ტერიტორიები.

უკრაინელმა დეპუტატებმა მიიღეს რეზოლუცია, სადაც ისინი გმობენ რუსეთის ყოველგვარ მცდელობას, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე.

ასევე, უმაღლესი რადას წევრები მოუწოდებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაადასტურონ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და მისი ხელშეუხებლობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და დაგმონ რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია უკრაინაში და ზოგადად მსოფლიოში ვითარების გაუარესებისკენ.

უკრაინის პარლამენტი ასევე ითხოვს, უკრაინის საზღვრებთან ესკალაციის საკითხზე გაერო-მ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართოს.

დოკუმენტში უკრაინის პარლამენტი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების მექანიზმების სასწრაფოდ გამოყენებას, იმისთვის, რომ კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის პრევენცია მოხდეს.