"რუსეთს არ უნდა ომი და მზად არის მოლაპარაკების პროცესის დაწყებისთვის" - რას აცხადებს ვლადიმერ პუტინი?
მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის შეხვედრა გაიმართა.პრესკონფერენციის დროს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ გერმანია რუსეთის მთავარი პარტნიორია და ქვეყნები ისეთ სფეროებშიც თანამშრომლობენ, როგორიცაა ენერგეტიკა.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ის მზადაა ევროკავშირის ქვეყნებთან ევროპის უსაფრთხოების საკითხი განიხილოს.
„რუსეთს არ უნდა ომი და მზად არის მოლაპარაკების პროცესის დაწყებისთვის, თუმცა ამ შემოთავაზებას ჯერჯერობით კონსტრუქციული პასუხი არ მოჰყოლია“, -განაცხადა პუტინმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინა დონბასის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ გენოციდში დაადანაშაულა.
"ინტერპრესნიუსი"