უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ორი ბანკის ვებსაიტებზე კიბერშეტევა განხორციელდა - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრი - კვირის პალიტრა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ორი ბანკის ვებსაიტებზე კიბერშეტევა განხორციელდა - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ორი ბანკის ვებსაიტებზე კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც სამინისტროს ვებ-გვერდზე წვდომა შეწყდა. ინფორმაციას უკრაინის საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრი ავრცელებს.

უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრს, რომელიც კულტურის სამინისტროს ნაწილია, არ დაუსახელებია, ვის ადანაშაულებს თავდასხმაში, მაგრამ განცხადებაში არის მინიშნება რუსეთისკენ.

"არ არის გამორიცხული, რომ აგრესორმა პატარა ბინძური ხრიკების ტაქტიკა გამოიყენა, რადგან მისი აგრესიული გეგმები ფართო მასშტაბით არ მუშაობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტრომ "ტვიტერზე" დაწერა, რომ მისი ვებგვერდი აშკარად კიბერშეტევის ქვეშ იყო და მუშაობენ მასზე წვდომის აღდგენაზე.

"ინტერპრესნიუსი"