"ისეთ დროს დამიდგა გვერდით, ზოგი სათოფეზე გაკარებას რომ ვერ ბედავდა" - რას წერს ნინო ჟვანია? - კვირის პალიტრა

"ისეთ დროს დამიდგა გვერდით, ზოგი სათოფეზე გაკარებას რომ ვერ ბედავდა" - რას წერს ნინო ჟვანია?

ზურაბ ჟვანიას მეუღლე - ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს:

"ისეთ დროს დამიდგა გვერდით, ზოგი სათოფეზე გაკარებას რომ ვერ ბედავდა. ზურას დროს არც ვიცნობდი. გაკვირვებული დავრჩი მისი კაცობით. ღმერთმა გაანათლოს მისი სული".

fotoo-1645001685.jpg

შეგახსენებთ, რომ თიანეთის ყოფილი მერი და ყოფილი პარლამენტარი, თამაზ მეჭიაური 67 წლის ასაკში გარდაიცვალა... იგი დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა კლინიკაში, კორონავირუსის შემდგომი გართულებებით, თუმცა ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თამაზ მეჭიაური 2012–2016 წლებში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. ასევე იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. 2016 წელს უთანხმოების გამო დატოვა „ქართული ოცნება“ და დააფუძნა პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“. 2017 წელს აირჩიეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერად. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით თანამდებობიდან გადადგა, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კენჭი იყარა, თუმცა არჩევნებში გამარჯვება ვერ მოიპოვა...

ასევე დაგაინტერესებთ:

"მეგობრობაში იერარქიასა და თანამდებობებს მნიშვნელობა არა აქვს" - რას ჰყვებოდა თამაზ მეჭიაური თავის ცხოვრებაზე