"თუ ძვირიან ქურთუკზე მტვრის ლაქაა, ხალხი მხოლოდ ამას შეამჩნევს"
თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკა წულუკიძე "ფეისბუქზე" ბევრისათვის საყვარელი ფრანგი მსახიობის - ლუი დე ფიუნესის ცნობილ გამონათქვამებს აქვეყნებს...
ფრანგი კომიკოსი, რომლის სრული სახელი - ლუი ჟერმენ დავიდ დე ფიუნეს დე გალარზაა, 1968 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საფრანგეთის ყველაზე პოპულარული მსახიობი იყო. ნათამაშები აქვს 130-ზე მეტ ფილმსა და 100-ზე მეტი სპექტაკლში.
„მე მიყვარს სასაფლაოზე სიარული. იქ მაინც ხვდები ჩუმ ადამიანებს, რომლებიც არავის ეწინააღმდეგებიან“.
"არ აქვს მნიშვნელობა კარგი სტილი გაქვს, კარგი რეპუტაცია თუ ბევრი ფული, თუ კარგი გული არ გაქვს, არაფრის ღირსი არ ხარ".
"მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ისევე როგორც ყველა. ცხოვრებაში მეც განვიცადე წარუმატებლობა და გამართლება. სწორედ მაშინ, როცა ბედმა გამიღიმა, მოვახერხე მისი დაჭერა და შენახვა. ის ისევ ჩემთანაა და ამიტომაც ბედნიერი ვარ!"
"თუ ძვირიან ქურთუკზე მტვრის ლაქაა, ხალხი მხოლოდ ამას შეამჩნევს".
"ყოველთვის სერიოზულ საკითხს კომიკურად წარმოვადგენ, ამ შემთხვევაში, საკითხის გადაწყვეტა მარტივი ხდება".
"ქალს ბევრი რამის გაკეთება არ შეუძლია, მაგრამ ზუსტად იცის, როგორ გააკეთოს ეს".
"მახსოვს ფანტომასის ჩემი პირველი ყურება: სიცილით ჩამოვვარდი დივნიდან. მეც სიამოვნებით ვუყურებ ლუი დე ფიუნესის ფილმებს და დარწმუნებული ვარ, ჩემს შვილებსაც მოეწონებათ ისინი".
"არ მიყვარდა დათვლა ვერასდროს ვითვლიდი, თუნდაც თითებზე..."
"მე თავი დავანებე თევზაობას იმ დღეს, როცა დავინახე, რომ დაჭერილი თევზი ხტუნაობდა არა სიხარულისგან, არამედ უწყლოობისგან".