"ღმერთმა მაპატიოს ეს სიტყვები, როცა შვილზეა საუბარი, მაგრამ..." - მზეო გო­გო­ჭურ­მა გან­მარ­ტა, თუ რა­ტომ არ დარ­ჩათ შვი­ლი მას და ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვილს - კვირის პალიტრა

"ღმერთმა მაპატიოს ეს სიტყვები, როცა შვილზეა საუბარი, მაგრამ..." - მზეო გო­გო­ჭურ­მა გან­მარ­ტა, თუ რა­ტომ არ დარ­ჩათ შვი­ლი მას და ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვილს

ცნო­ბი­ლი ფოლკ­ლო­რის­ტის, პო­ე­ტი­სა და მთარ­გმნე­ლის, ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ, მზეო გო­გო­ჭურ­მა "სხვა ნა­ნუ­კას­თან" სა­კუ­თა­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ილა­პა­რა­კა. მზეო გო­გო­ჭურ­მა გან­მარ­ტა, თუ რა­ტომ არ დარ­ჩათ შვი­ლი მას და ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვილს.

"თა­ვი­დან არ მინ­დო­და დრო და­მე­კარ­გა, ეგო­ის­ტუ­რად ვი­ყა­ვი გან­წყო­ბი­ლი. არი­ან ქა­ლე­ბი, რომ­ლებ­შიც ინ­სტიქ­ტე­ბი იღ­ვი­ძებს და მეც ალ­ბათ, იმათ რიგს მი­ვე­კუთ­ვნე­ბო­დი. არ შე­მეძ­ლო ამ­დე­ნი დრო და­მე­კარ­გა, ღმერ­თმა მა­პა­ტი­ოს ეს სი­ტყვე­ბი, როცა შვილ­ზეა სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ გუ­ლახ­დი­ლი ვარ, მა­შინ ასე ვფიქ­რობ­დი, არ ვჩ­ქა­რობ­დი... სულ ერ­თად ვი­ყა­ვით, სულ რა­ღა­ცას წერ­და. დილა გვა­თენ­დე­ბო­და სა­უ­ბარ­ში. ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ რა­მეს შე­ვე­ზღუ­დე, ეს შე­ზღუდ­ვე­ბი მა­ში­ნებ­და. და როცა უკვე ასა­კის, ავად­მყო­ფო­ბის შე­მე­შინ­და, მო­ვინ­დო­მეთ რა­ღაც-რა­ღა­ცე­ე­ბი, რო­გორც სა­ჭი­რო იყო, ჩემი და ამ დარ­გის ექი­მია, თუმ­ცა არა­ფე­რი გა­მო­ვი­და და გავ­ჩერ­დი. მცედ­ლო­ბე­ბი შევ­წყვი­ტე... ვა­ხუშ­ტის შე­ეძ­ლო ეს ჩემ­თვის ეთ­ქვა - იყო­ლიე შვი­ლიო, მაგ­რამ გა­დავ­წყვი­ტე, რომ ჩემი ბე­დის­წე­რა ეს იყო და ჩემი ცხოვ­რე­ბა თვითკმა­რი იყო. დის­შვი­ლე­ბი მყავს, რო­მელ­თა­ნაც და­ვი­ხარ­ჯე მშობ­ლუ­რი გრძნო­ბით. ამა­ზე მე­ტად ალ­ბათ, არც მინ­დო­და და არც მომ­ცა მა­ღალ­მა ღმერ­თმა. შე­მოქ­მე­დე­ბა იყო ჩემი ქმა­რიც, შვი­ლიც... თვი­თონ ვა­ხუშ­ტი მე­ძა­ხო­და ხოლ­მე ცოლ-შვილს, ეს არის ჩემი ცოლ-შვი­ლიო. " - თქვა მზეო გო­გო­ჭურ­მა.

მზეო გო­გო­ჭუ­რი­სა და ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ამა­ღელ­ვე­ბე­ლი ის­ტო­რია საქ­ვეყ­ნოდ არის ცნო­ბი­ლი. მზეო გო­გო­ჭუ­რი 29 წლის იყო, რო­დე­საც ცნო­ბილ პო­ეტ­ზე, 29 წლით უფ­როს ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვილ­ზე და­ქორ­წინ­და. მათ ერ­თმა­ნე­თი თავ­და­ვი­წყე­ბით უყ­ვარ­დათ.