საოკუპაციო ჯარებმა ლუგანსკში ცეცხლი გახსნეს, ჭურვები საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა - რა ვიდეოს ავრცელებს უკრაინული მედია - კვირის პალიტრა

საოკუპაციო ჯარებმა ლუგანსკში ცეცხლი გახსნეს, ჭურვები საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა - რა ვიდეოს ავრცელებს უკრაინული მედია

რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ლუ­განსკის ოლ­ქში მძი­მე არ­ტი­ლე­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით ცე­ცხლი გახ­სნეს, - უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ოპე­რა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ჯა­რებ­მა ლუ­განსკის ოლ­ქის და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში, სტა­ნი­ცა ლუ­განსკში ცე­ცხლი გახ­სნეს. ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ მძი­მე სა­არ­ტი­ლე­რიო ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად ჭურ­ვე­ბი სა­ბავ­შვო ბა­ღის შე­ნო­ბას მოხ­ვდა", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ukraina22-1645098439.jpg

მა­თი­ვე ცნო­ბით, წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ორმა სა­მო­ქა­ლა­ქო პირ­მა ტვი­ნის შერ­ყე­ვა მი­ი­ღო. ამას­თან, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ოპე­რა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ზი­ან­და კო­მუ­ნა­ლუ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რაც და და­სახ­ლე­ბის ნა­წი­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე დარ­ჩა.

"გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ოპე­რა­ცი­ის სამ­ხედ­რო­ებ­მა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თავ­შე­სა­ფარ­ში სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. (წყარო)