"ეს ის პერიოდია, ბიძინა ივანიშვილის არსებობაშიც ეჭვი რომ ეპარებოდათ"
არქივი 2022-02-18
კოალიცია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დღეს იუბილარია. მას დღეს 66 წელი შეუსრულდა.საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მისამართით დაწერილი არაერთი წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელში, წერილის ავტორებს შორის არის ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის წლებს იხსენებს:
"18 თებერვალს ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა, ეს ფოტოები 2003 წელს არის გადაღებული, ეს ის პერიოდია ბიძინა ივანიშვილის არსებობაშიც ეჭვი რომ ეპარებოდათ, იმდენად არ ქონდა მას სურვილი ზედმეტად გამოჩენილიყო ხალხში... მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გამოვამზეურე ეს ფოტოები რომ მეჩვენებინა რეალობა... ჩვენ კიდევ მეგობრობის 42 წელი გვისრულდება წელს, რომელიც 1980 წლიდან დაიწყო... მადლობა უსაზღვრო! ყველაზე საუკეთესო სურვილებით და დიდი სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს ჩემი ოჯახისა და სამეგობროს ყველა წევრი" - წერს ვადაჭკორია სოციალურ ქსელში.