"რუსეთის აგრესია მას თაღლით სახელმწიფოდ აქცევს - უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ყველაფერს გავაკეთებთ"
კრემლმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და მისი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, დასავლეთი 1939, 2008 და 2014 წლის მოვლენების განმეორებას არ დაუშვებს.
"რუსეთის აგრესია მას აქცევს თაღლით სახელმწიფოდ. კრემლმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და მისი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად. რუსეთის საბოლოო დამარცხების შემდეგ კი უზრუნველვყოფთ, რომ 1939, 2008 ან 2014 წლები აღარასდროს განმეორდეს", - წერს ევროპარლამენტარი.