"მამობამ შემცვალა..." - როგორია "ბაქარის" ცხოვრება ეკრანს მიღმა?
ბაქარ ორჯონიკიძე პოპულარული სერიალის ცნობილი პერსონაჟია. ამ როლის შემსრულებელი ბუბა მირცხულავა სკოლის მოსწავლე იყო, "ჩცდ"-ს რომ შეუერთდა და ახლა უკვე ახალგაზრდა მამაა.
ფაქტია, რომ მისი პერსონაჟი პირველივე დღიდან მაყურებლის ყურადღების ცენტრში მოექცა და დღემდე სერიოზული სახეცვლილება განიცადა. ერთი პროვინციელი, გამოუცდელი, მეამიტი ბიჭისგან აგრესიული, მომხვეჭელი და დაუნდობელი პერსონა შეიქმნა... მიუხედავად იმისა, რომ ის პროფესიით მსახიობი არ არის, შეძლო და დამაჯერებელი სახე შექმნა.
როგორი მამაა ბუბა მირცხულავა, მონაწილეობს თუ არა პატარა ზუკას გაზრდაში, როგორ აფასებს თავის პერსონაჟს და რა უახლოესი გეგმები აქვს, ამაზე AMBEBI.GE-ს თავად უამბო.
- ბუბა, რაც მამა გახდი, არ გვისაუბრია. გილოცავ და გვითხარი, რა შეცვალა შვილის დაბადებამ შენს ცხოვრებაში?
- დაიბადა პატარა ზურაბი, თუმცა ზუკას ვეძახით. უკვე 4 თვისაა... ცხოვრება ჩვენთვის ახლა მრავალფეროვანია, ყველა დღე სიახლეებითაა დატვირთული და დახუნძლული. მშობლები დამეთანხმებიან, ახალშობილი როცა გყავს, ალბათ ყველა გადის ამ გზას, ყოველდღე ბავშვი ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობს, მერე გაგებინებს, რაც სასწაულია. შენც ამას აღტაცებული და ემოციებით ხვდები.
აქტიური ბავშვია, როგორც გვეუბნებიან, მე და ჩემი მეუღლეც ბავშვობაში ასეთი აქტიურები ვიყავით, თან მოლაქლაქეებიც. ამას მოლაქლაქეობა ჯერ არ ეტყობა, მაგრამ ცდილობს, გაიაროს, ძალიან მოძრავია. მე და ჩემი მეუღლე დარწმუნებული ვართ, ზუკაც ბევრს ირბენს და ილაქლაქებს. ფოტოების გადაღებაზე აქვს რეაქცია, მოსწონს, მე და სოფოს სხვებისგან გვარჩევს...
- პატარის გაზრდის პროცესში მონაწილეობ?
- ვცდილობ, მაქსიმალურად ჩავერთო, თუმცა ეს პასუხისმგებლობები ბავშვთან დაკავშირებით სოფოს აქვს აღებული. მე მეტად სამსახური, უნივერსიტეტი, გადაღებები - ამისკენ ვარ გადართული. თავისუფალი დრო როგორც კი ჩამივარდება, ვცდილობთ, ერთად გავასეირნოთ და საერთოდ მინდა ხოლმე, რომ ბავშვთან მეტი დრო გავატარო, ვიდრე მიწევს. სოფო კი, როგორც გითხარით, სულ მასთან არის, თან, ზუკა ბუნებრივ კვებაზეა და სხვანაირად არც გამოვა.
- ე.ი. მამობამ შეგცვალა...
- შემცვალა. მშობელი რომ ხდები, რაც არ უნდა იყოს, იცვლები, ყველა ასეა და მეც არ ვარ გამონაკლისი. ადრე თუ დაღლილი და რთული დღის მერე სადმე წასვლა და გულის გადაყოლება მინდოდა, ახლა ერთი სული მაქვს, ჩემს ცოლ-შვილთან დროულად მოვიდე და დრო მათთან გავატარო, ბავშვს ვეთამაშო. იხილეთ სრულად