"აფხაზეთი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, დონბასს სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს" - რას აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი - კვირის პალიტრა

"აფხაზეთი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, დონბასს სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს" - რას აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი

სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი მზად არის, დონ­ბასს სამ­ხედ­რო და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ოს.

ამის შე­სა­ხებ დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტმა ას­ლან ბჟა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, აფხა­ზი ხალ­ხი დონ­ბა­სის მო­სახ­ლე­ო­ბას ამ მძი­მე დროს, მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს.

"მწუ­ხა­რე­ბით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი კი­ე­ვი აშ­კა­რა წი­ნა­აღ­მდე­გია კონ­ფლიქ­ტის და­რე­გუ­ლი­რე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბა­თა პრო­ცე­სის ფარ­გლებ­ში“, - აცხა­დებს ბჟა­ნია.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნა, რო­მე­ლიც და­სავ­ლე­ლი კუ­რა­ტო­რე­ბის მიერ არის წა­ქე­ზე­ბუ­ლი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ის­წრაფ­ვის პრო­ვო­კა­ცი­ის შექ­მნის­კენ, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა, საფრ­თხე შე­უქ­მნას მთე­ლი რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას.