"გვსურს, ვაიძულოთ რუსეთი შეიცვალოს კურსი და დაჯდეს ჩვენთან ერთად მოლაპარაკებათა მაგიდასთან“ - რას აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი? - კვირის პალიტრა

"გვსურს, ვაიძულოთ რუსეთი შეიცვალოს კურსი და დაჯდეს ჩვენთან ერთად მოლაპარაკებათა მაგიდასთან“ - რას აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი?

ნატო ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთმა შესაძლოა, განახორციელოს სრულმასშტაბიანი თავდასხმა უკრაინაზე. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია ARD-ს განუცხადა.

მისი თქმით, რუსული ჯარი უკრაინის საზღვრიდან არ გადის, როგორც ამას თავად რუსეთი ამბობს, არამედ, პირიქით, მისი ახალი ძალები ემატება.

გენმდივანმა განაცხადა, რომ ნატო ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი ემზადება თავდასხმის საბაბის შესაქმნელად.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ალიანსი კვლავინდებურად ემხრობა საკითხის პოლიტიკური გზით გადაწყვეტას.

"გვსურს, ვაიძულოთ რუსეთი შეიცვალოს კურსი და დაჯდეს ჩვენთან ერთად მოლაპარაკებათა მაგიდასთან“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

"ინტერპრესნიუსი"