"დიპლომატიამ ჯერ კიდევ შეიძლება იმუშაოს" - რას წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი?
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების შანსს ჯერ კიდევ ხედავს. ამის შესახებ დმიტრო კულებამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ჩართვისას განაცხადა.
"ჩემი პასუხი არის, დიახ. ჩვენ ვხედავთ რა ხდება ფრონტზე, ჩვენ ვხედავთ რას აკეთებს რუსეთი, მაგრამ დიპლომატიამ ჯერ კიდევ შეიძლება იმუშაოს", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში იგეგმება დიპლომატიური ნაბიჯების სერია, მათ შორის შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის, ასევე მოლაპარაკებები მსოფლიო ლიდერებსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის.
"ყველა მცირე შესაძლებლობას, რომ რუსეთი დიპლომატიის სივრცეში შევინარჩუნოთ, გამოვიყენებთ. ჩვენი პარტნიორები ამაში დაგვეხმარებიან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა მოვემზადოთ რაიმე სცენარისთვის", - დასძინა კულებამ.
"ინტერპრესნიუსი"