დიზაინერ გიორგი მასხულიას ინფორმაციით, კლუბ „ოთახში“ სამი ადამიანი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა - კვირის პალიტრა

დიზაინერ გიორგი მასხულიას ინფორმაციით, კლუბ „ოთახში“ სამი ადამიანი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა

დიზაინერ გიორგი მასხულიას ინფორმაციით, გუშინ ღამით კლუბ „ოთახში“ სამი ადამიანი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.

მასხულია თავდამსხმელების დაკავებას და დასჯას ითხოვს. დიზაინერი ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.

21022022-1021-1645424489.10_REC.png

,,კლუბ „ოთახში“, ახვლედიანის # 6-ში, თავს დამესხა სამი ადამიანი და პოლიცია არ რეაგირებს. სასწრაფოდ სამივე მომიყვანეთ და დაიჭირეთ. „ჰელსიკორის“ საავადმყოფოში ვარ.

ვატარებ კონკურსებს, ვემსახურები საქართველოს კულტურას და თავს მესხმიან, ამის ღირსი არ ვარ“, - აცხადებს გიორგი მასხულია ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

ინტერპრესნიუსი