"ვერ გეტყვით, რატომ არ შეხვდა ღარიბაშვილი ზელენსკის, იქნებ ზელენსკი არ შეხვდა ღარიბაშვილს?"
საქართველოს, როგორც იგივე რისკის ქვეშ მყოფ ქვეყანას, როგორც უკრაინაა, მეტი მოეთხოვება, თუმცა, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ფრთხილად, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რას მიანიშნებს ის ფაქტი, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ღარიბაშვილსა და ზელენსკის შორის შეხვედრა არ გამართულა.
ხვიჩია ამბობს, რომ მეტი ინფორმაციის ქონაა საჭირო იმისათვის, რომ ამ ანალიზი გააკეთოს, რატომ არ შედგა შეხვედრა.
„ვერ გეტყვით, რატომ არ შეხვდა ღარიბაშვილი ზელენსკის, იქნებ ზელენსკი არ შეხვდა ღარიბაშვილს? ზოგადად, საქართველოს როგორც იგივე რისკის ქვეშ მყოფ ქვეყანას, როგორც უკრაინაა, ჩემი აზრით, მეტი მოეთხოვება (მხარდაჭერის გამოხატვის თვალსაზრისით), თუმცა, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ფრთხილად და გააზრებულად,“ - განაცხადა ხვიჩიამ.
ინტერპრესნიუსი