მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას აცხადებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას იწყებს. როგორც სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა, მისი შიმშილობა იქნება რეაქცია მის მიმართ რეჟიმის მოპყრობაზე.
„ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას, სრულს და ეს არის შიმშილობა არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩვენს ხალხს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ინტერპრესნიუსი