ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა - კვირის პალიტრა

ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა

ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პრეზიდენტმა პუტინმა მიმართვისას განაცხადა.

მანამდე ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს განუცხადა, რომ აპირებს ხელი მოაწეროს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარებას.

"ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში მხედველობაში აქვს შესაბამისი ბრძანებისთვის ხელმოწერა. საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა მოვლენათა ასეთი განვითარების გამო იმედგაცრუება გამოხატეს. ამასთან, მათ გამოხატეს მზადყოფნა კონტაქტების გასაგრძელებლად“ , - ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"