Reuters: სეპარატისტების მიერ კონტროლირებად დონეცკში ტანკებისა და სხვა მძიმე ტექნიკის გადაადგილება დააფიქსირეს
სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ქალაქ დონეცკში ტანკებისა და სხვა მძიმე ტექნიკის გადაადგილება დააფიქსირეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დაახლოებით ხუთი ტანკი ნახეს ქალაქის ბოლოში, კიდევ ორი კი ქალაქის სხვა ნაწილში“ - განაცხადა წყარომ Reuters-თან საუბარში.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა, მოგვიანებით კი განკარგულება გასცა, ე.წ. „სახალხო რესპუბლიკებში“ „მშვიდობა“ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უზრუნველყონ.