გერმანიამ გაზსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გაზსადენის, "ჩრდილოეთი ნაკადი 2"-ის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
”ჩვენ უნდა გადავაფასოთ სიტუაცია, განსაკუთრებით „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-თან დაკავშირებით”, - აღნიშნა შოლცმა და დასძინა, რომ ეკონომიკის სამინისტრო კვლავ განიხილავს სერტიფიცირების პროცესს რუსეთის ქმედებების გათვალისწინებით.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის რეგიონების- დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.
ინტერპრესნიუსი