ევროკავშირის ქვეყნები ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინებით აცრილი პირებისთვის საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ - კვირის პალიტრა

ევროკავშირის ქვეყნები ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინებით აცრილი პირებისთვის საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინებით აცრილი პირებისთვის საზღვრების გახსნას გულისხმობს.

აქამდე ევროკავშირის ავოტრიზაცია მხოლოდ Pfizer-BionTech-ის, Moderna-ს, AstraZenec-ს, Johnson & Johnson-ისა და Novavax-ის ვაქცინებს ჰქონდათ.

როგორც ცნობილია, ცვლილება ძალაში პირველი მარტიდან შევა.

"წევრმა ქვეყნებმა უნდა გააუქმონ დროებითი შეზღუდვა ევროკავშირში არაარსებითი მოგზაურობის შესახებ იმ პირებისთვის, რომლებიც ვაქცინირებულნი არიან ევროკავშირის ან ჯანმოს მიერ დამტკიცებული ვაქცინებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში შესულ პირებს კვლავ შესაძლოა მოსთხოვონ უარყოფითი PCR-ტესტის პასუხის წარდგენა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვაქცინების 2 დოზით არიან აცრილები.

"ინტერპრესნიუსი"