"თუ ვინმეს მოლოდინი აქვს, რომ ვაშინგტონი ავიაციას აუშვებს და კრემლს დაბომბავს, იმედები გაუცრუვდება"
ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ერთიანი იყოს დასავლეთი კრემლთან საუბარში და ეს ერთიანობა იყოს გაუტეხელი. ამ შემთხვევაში უბრალოდ გარდაუვალია პუტინის მარცხი, მაგრამ თუკი ერთი სუსტი რგოლი აღმოჩნდება, უკვე სერიოზული კრიზისის წინაშე დადგება საერთაშორისო საზოგადოება, - ასე შეაფასა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე,“ რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების საკითხი და ამაზე დასავლეთის რეაქცია.
მისი თქმით, არსებულ ვითარებაში, მოლოდინი იმისა, რომ ვაშინგტონის ავიაცია კრემლს დაბომბავს, არ არსებობს.
როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, საპასუხო სანქციების ამოქმედების შესახებ თუ ვიმსჯელებთ, კრემლს დასავლეთი უფრო სჭირდება, ვიდრე პირიქით, - დასავლეთს რუსეთი.
„დღეს ჩვენ გვესმოდა ბრიტანეთის პარლამენტში მოწოდებები, საკუთარ პრემიერ-მინისტრს ისინი აძლევდნენ დავალებას, რომ დაიწყოს მოქმედება უკვე არა უბრალოდ ომის შეჩერებისთვის, არამედ უფრო მეტიც, საერთოდ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანისთვის. ანალოგიური დამოკიდებულება არის ამერიკის კონკგრესში, როგორც წარმომადგენლობით პალატაში, ასევე სენატში. დიდწილად ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ სცენარი მსჯავრის, რომელიც დაედება კრემლს, იმის მიხედვით, თუ რა იქნება ფორმულირებული მოთხოვნა, რომელსაც დასავლეთი დღეს დააყენებს კრემლის წინაშე. ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ერთიანი იყოს დასავლეთი კრემლთან საუბარში და ეს ერთიანობა იყოს გაუტეხელი. ამ შემთხვევაში უბრალოდ გარდაუვალია პუტინის მარცხი, მაგრამ თუკი ერთი სუსტი რგოლი აღმოჩნდება, უკვე სერიოზული კრიზისის წინაშე დადგება საერთაშორისო საზოგადოება, ის სამყარო და დღის წესრიგი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვიცით. თუ მოლოდინი აქვს ვინმეს, რომ ახლა ვაშინგტონი ავიაციას აუშვებს და კრემლს დაბომბავს, ეს იმედები გაუცრუვდებათ ამ ადამიანებს, მაგრამ დავიტოვოთ, რომ ამაღამ ბევრი სიურპრიზი ელოდება კრემლს.
ვნახე მედვედევის განცხადება, რომელიც ძალიან ღიმილისმომგვრელია, რადგან აქ ყველა გონიერ ადამიანს სტანდარტული პასუხი აქვს, თუკი დავდებთ სასწორის პინზე, ვინ ვის უფრო მეტად სჭირდება, გზის ყიდვა-გაყიდვის ბიზნესის საქმეში, ერთმნიშვნელოვნად დავინახავთ, რომ რუსეთს უფრო სჭირდება დასავლეთი, ვიდრე პირიქით“, - განაცხადა ხიდაშელმა.
"ინტერპრესნიუსი"