უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა - კვირის პალიტრა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების გარდა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ შემდეგი ნაბიჯი ამ გადაწყვეტილების უმაღლეს რადაში დამტკიცებაა.

ალექსეი დანილოვმა განმარტა, რომ თავდაპირველად საგანგებო მდგომარეობის 30 დღით გამოცხადება იგეგმება.

შეგახსენებთ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ, მათ კი, ვინც უკვე იქ იმყოფება, ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა.