ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს? - კვირის პალიტრა

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

შსს-მ თბი­ლის­ში ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე კი­დევ ერთი პირი და­ა­კა­ვა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ბ. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის წი­ნას­წარ შე­უ­პი­რებ­ლად და­ფარ­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

უწყე­ბის ცნო­ბით­ვე, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ი.ბ. თბი­ლის­ში მომ­ხდარ ნ.კ.-ს მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ერთ-ერთ ბრალ­დე­ბულ გ.კ.-სთან მე­გობ­რობ­და, შე­სა­ბა­მი­სად, მან იცო­და თა­ვი­სი მე­გობ­რის მიერ ჩა­დე­ნი­ლი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ. ასე­ვე, დად­გინ­და, რომ ი.ბ.-მ სა­კუ­თარ სახ­ლში ღამე გა­ა­თე­ვი­ნა გ.კ.-ს და ამა­ვე საქ­მე­ზე მე­ო­რე ბრალ­დე­ბულ ა.ჭ.-ს, ხოლო მე­ო­რე დღეს მათ მი­მალ­ვა­ში და­ეხ­მა­რა.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, ი.ბ.-მ პო­ლი­ცი­ას ამის შე­სა­ხებ არ შე­ა­ტყო­ბი­ნა.

ამას­თან, და­ნა­შა­უ­ლი 2-დან 6 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის წი­ნას­წარ შე­უ­პი­რებ­ლად და­ფარ­ვის ფაქ­ტზე, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 375-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.