ჯარები და სამხედრო მანქანები უკრაინაში ბელარუსის საზღვრიდან შევიდნენ - CNN (ვიდეო) - კვირის პალიტრა

ჯარები და სამხედრო მანქანები უკრაინაში ბელარუსის საზღვრიდან შევიდნენ - CNN (ვიდეო)

ჯარები და სამხედრო მანქანები უკრაინაში ბელარუსის საზღვრიდან შევიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სამხედრო კოლონა უკრაინაში ადილობრივი დროით 6:48 საათზე შევიდა.

ცნობისთვის, უკანასკნელი კვირების განმავლობაში ბელარუს-უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების, სამხედრო შეიარაღებისა და ტანკების მობილიზება ხდებოდა. ამ პერიოდში რუსეთი და ბელარუსი უკრაინის საზღვართან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებნენ.

ინტერპრესნიუსი