ლუგანსკში, უკრაინის მიერ კონტროლირებად ნაწილში, საომარი ვითარების დაწყების შემდეგ, ევაკუაცია დაიწყო
ლუგანსკში, უკრაინის მიერ კონტროლირებად ნაწილში, რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი ვითარების დაწყების შემდეგ, ევაკუაცია დაიწყო.
როგორც ლუგანსკის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსმა სოციალურ ქსელში განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ ლუგანსკის ტერიტორია დატოვოს.
„ჩვენ რეკომენდაციას გავცემთ, რომ ლუგანსკის ტერიტორია მცხოვრებლებმა დაუყოვნებლივ დატოვონ. ავტომობილების მფლობელები უნდა წავიდნენ მდინარე დნეპრის მიმართულებით. ევაკუაციის დროს, გთხოვთ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მიჰყევით ხელისუფლებისა და ეროვნული პოლიციის ინსტრუქციებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ლუგანსკი და დონეცკი ე.წ. დამოუკიდებელ რეგიონებად გამოაცხადა.