"არავინ გარბის! უკრაინა დაიცავს საკუთარ თავს, უკრაინა გაიმარჯვებს" - კვირის პალიტრა

"არავინ გარბის! უკრაინა დაიცავს საკუთარ თავს, უკრაინა გაიმარჯვებს"

უკრაინა დაიცავს საკუთარ თავს. უკრაინა გაიმარჯვებს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ტვიტერზე“ განაცხადა.

მან ასევე მიმართა სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ უკრაინელებს და მოუწოდა მათ, იმ ქვეყნების მთავრობებს, სადაც ისინი ცხოვრებენ, დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმა სთხოვონ.

„პუტინი თავს დაგვესხა, მაგრამ არავინ გარბის - ჯარი, დიპლომატები, ყველა მუშაობს. უკრაინა იბრძვის. უკრაინა დაიცავს საკუთარ თავს. უკრაინა გაიმარჯვებს. გააზიარეთ სიმართლე პუტინის მიერ უკრაინაში შემოჭრასთან დაკავშირებით თქვენს ქვეყნებში და მოუწოდეთ თქვენს მთავრობებს იმოქმედონ დაუყოვნებლივ", - განაცხადა კულებამ.