"უკრაინა მზად არის, მოიგერიოს აგრესორი და დაიცვას უკრაინული მიწა"
"ეს არის ომი, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმა", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პრესპიკერის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
პრესსპიკერის თქმით, ეს არის „გაერთიანებული ერების დებულების უხეში დარღვევა“.
„ეს არის ომი, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმა, გაერთიანებული ერების დებულებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების, მისი პრინციპების უხეში დარღვევა. უკრაინა მზად არის, მოიგერიოს აგრესორი და დაიცვას უკრაინული მიწა. არა მხოლოდ უკრაინელი, არამედ ევროპის მოსახლეობის უსაფრთხოება და მსოფლიოს მომავალი, დამოკიდებულია ჩვენს ერთიან პასუხზე“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ინტერპრესნიუსი"