"მსოფლიო ჩვენთანაა!"
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოს ლიდერებთან კონსულტაციებს განაგრძობს.
„მსოფლიო ჩვენთანაა. ვაგრძელებ მოლაპარაკებებს ლიდერებთან. მივიღე მხარდაჭერა ყატარის ემირისგანაც“, - წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.
მანამდე მან განაცხადა, რომ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს, გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას და მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეაჩერონ პუტინი და ანტიპუტინისტური კოალიცია შექმნან.
"ინტერპრესნიუსი"