კიევში აშშ-ის საელჩო ამერიკელებს მოუწოდებს, რომ თავი უსაფრთხო ადგილს შეაფარონ - კვირის პალიტრა

კიევში აშშ-ის საელჩო ამერიკელებს მოუწოდებს, რომ თავი უსაფრთხო ადგილს შეაფარონ

კიევში შეერთებული შტატების საელჩო უკრაინაში მყოფი ამერიკელებისთვის გაფრთხილებას ავრცელებს და მოუწოდებს მათ თავი შეაფარონ უსაფრთხო ადგილს.

„ცნობები არის რუსეთის თავდასხმების უკრაინის რიგ დიდ ქალაქებზე, მათ შორის კიევში, ხარკოვში, ოდესაში, ივანო-ფრანკოვსკსა და მარიუპოლში“, - წერს საელჩო Twitter-ზე.

„უკრაინაში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს ვურჩევთ, თავი შეაფარონ უსაფრთხო ადგილს და განახორციელონ შემდეგი ქმედებები: თუ გესმით ძლიერი აფეთქება ან თუ სიგნალი გააქტიურებულია, დაუყოვნებლივ შეაფარეთ თავი. თუ სახლში ან შენობაში ხართ, გადადით სტრუქტურის ყველაზე დაბალ დონეზე; დახურეთ ნებისმიერი კარი და დადექით შიდა კედელთან ახლოს, ფანჯრებისგან მოშორებით. თუ გარეთ ხართ, დაუყოვნებლივ მოძებნეთ თავშესაფარი გამაგრებულ სტრუქტურაში; თუ ეს შეუძლებელია, დაწექი და თავზე ხელები აიფარეთ“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"