"უკრაინის საჰაერო თავდაცვის საშუალებები განადგურებულია, რუსული ჯარები კი უკრაინულ ქალაქებზე დარტყმებს არ ახორციელებენ"
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის საშუალებები განადგურებულია, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაბაზების ინფრასტრუქტურა კი მწყობრიდან არის გამოყვანილი.
უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინის სამხედრო სასაზღვრო სამსახურები „არავითარ წინააღმდეგობას არ უწევენ“ რუსულ სამხედროებს.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ რუსული ჯარები არავითარ დარტყმებს არ ახორციელებენ უკრაინულ ქალაქებზე, მათი ინფორმაციით, სამოქალაქო პირებს არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ.
ამის პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის შესახებ.
"ინტერპრესნიუსი"