უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან დაბომბვას 7 ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან დაბომბვას 7 ადამიანი ემსხვერპლა

რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი უკრაინის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოდესის ოლქში, პოდოლსკიში მდებარე სამხედრო ნაწილზე თავდასხმას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა. ასევე დაკარგულია 19 ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა ქალაქ მარიუპოლიში.