"მო­ხუ­ცე­ბი, ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლებ­სა და სარ­და­ფებს აფა­რე­ბენ თავს. კა­ცე­ბი რჩე­ბი­ან. ბიჭები და გოგონები მოხალისეთა რიგებში ეწერებიან..." - კვირის პალიტრა

"მო­ხუ­ცე­ბი, ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლებ­სა და სარ­და­ფებს აფა­რე­ბენ თავს. კა­ცე­ბი რჩე­ბი­ან. ბიჭები და გოგონები მოხალისეთა რიგებში ეწერებიან..."

"კი, ეს ომია, თან ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი და თუ და­სავ­ლეთ­ში ვინ­მეს არ სჯე­რო­და, რომ პუ­ტი­ნი ამა­ზე წა­ვი­დო­და, მო­უს­მი­ნოს უკ­რა­ი­ნე­ლებს, მათ სო­ცი­ა­ლურ ჩარ­თვებს, ობი­ექ­ტურ მე­დი­ას... კი­ევ­შიც ის­მის და­ბომბვის ხმე­ბი, ოდე­სა­ში რუ­სეთ­მა ჯარი გად­მოს­ხა. ამის გარ­და, იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ზე ერ­თდრო­უ­ლად, მათ შო­რის: ხარ­კოვ­ზე, ჟი­ტო­მორ­ზე, ლუ­განსკზე, ჩერ­ნი­გო­ვო­ზე... რუ­სუ­ლი ჯარი ქვე­ყა­ნას უტევს რუ­სე­თი­დან და ბე­ლა­რუ­სი­დან. სი­ტუ­ა­ცია ყო­ველ წუთს იც­ვლე­ბა. ხალ­ხი კი­ე­ვი­დან მა­სობ­რი­ვად არ გარ­ბის, რაც ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს - ანუ მზად არი­ან ქვე­ყა­ნა, თა­ვი­ან­თი ოჯა­ხე­ბი და­იც­ვან. ჯერ კი­დევ ბო­ლომ­დე არ მჯე­რა, რომ ამ სი­ტყვებს ვამ­ბობ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, რომ ჩემი ქვე­ყა­ნა სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვის ქვეშ არის", - ამ სი­ტყვე­ბით გად­მოს­ცემს უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კურ მი­მომ­ხილ­ვე­ლი ია­როს­ლავ პი­ლიპ­ჩუ­კი.

მისი თქმით, მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­მო­და გან­გა­შის, სა­რა­კე­ტო იე­რი­შე­ბის ხმე­ბი. რუ­სე­თის შე­ი­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ცე­ცხლი გახ­სნეს მსხვილ­კა­ლიბ­რი­ა­ნი ია­რა­ღი­და­ნაც... სა­არ­ტი­ლე­რიო ხმა ის­მო­და ბო­რის­პო­ლის აე­რო­პორტთა­ნაც.

ია­როს­ლავ პი­ლიპ­ჩუ­კი:

- პუ­ტინ­მა სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ გა­მო­ა­ცხა­და და ჩვენს სამ­ხედ­რო­ებს მო­უ­წო­და ია­რა­ღი და­ყა­რონ. რაც, რა თქმა უნდა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი, გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო. მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში და ახ­ლაც, რო­დე­საც მე და თქვენ ვსა­უბ­რობთ, სპე­ცი­ა­ლუ­რი სი­რე­ნე­ბის ხმე­ბი ის­მის, და­ბომბვე­ბი ამ ეტაპ­ზე არ არის. თუმ­ცა, გამ­თე­ნი­ი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­არ­ტი­ლე­რიო ცე­ცხლი არ წყდე­ბა. ბავ­შვე­ბი და ქა­ლე­ბი გაჰ­ყავთ, ოღონდ, არ ვიცი, სად, ყველ­გან, მთელ ქვე­ყა­ნა­ში ომია. აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ რუ­სუ­ლი დი­ვერ­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი. განაგრძეთ კითხვა