"პუტინი თანამედროვე ჰიტლერია"
უკრაინის ექსპრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ დღეს უკრაინისთვის ტრაგიკული დღეა. BBC-ის ინფორმაციით, პეტრო პოროშენკო ჟურნალისტებს პარლამენტის შენობასთან ესაუბრა, სადაც დეპუტატები, შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, შეხვედრას მართავენ.
„პუტინი თანამედროვე ჰიტლერია,“- აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.
BBC-ი პარლამენტის შენობაში მყოფ უკრაინელ ჟურნალისტზე დაყრდნობით იუწყება, რომ სიტუაცია დაძაბულია და შიგნით უამრავი შეიარაღებული ადამიანი იმყოფება.