"დღეს მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო არასდროს" - რა ვიდეომიმართვას ავრცელებს ვალერი მელაძე - კვირის პალიტრა

"დღეს მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო არასდროს" - რა ვიდეომიმართვას ავრცელებს ვალერი მელაძე

მუსიკოსი ვალერი მელაძე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. "ინსტაგრამის" გვერდზე მელაძემ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს:

"დღეს მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო არასდროს. ოდესმე ისტორია განსჯის და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. მაგრამ დღეს, მინდა გთხოვოთ, შეწყვიტეთ საომარი მოქმედებები და დასხედით მოლაპარაკებების მაგიდასთან. ადამიანებს უნდა შეეძლოთ მოლაპარაკება, ამისთვის ჩვენ ენაც გვაქვს და ყველა სხვა საშუალება. ხალხი არ უნდა დაიღუპოს, ეს უნდა დასრულდეს", - ამბობს ვიდეომიმართვაში ვალერი მელაძე.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლის დილის საათებში რუსეთმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებებიდან ფართომასშტაბიანი შეტევები დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. უკრაინის დედაქალაქ კიევს მოსახლეობის ნაწილი ავტომობილებით ტოვებს.