უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე სოლიდარობის ნიშნად აქციის მონაწილეებმა ფარნები აანთეს და უკრაინის ჰიმნი გააჟღერეს - კვირის პალიტრა

უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე სოლიდარობის ნიშნად აქციის მონაწილეებმა ფარნები აანთეს და უკრაინის ჰიმნი გააჟღერეს

უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე სოლიდარობის ნიშნად აქციის მონაწილეებმა ფარნები აანთეს და უკრაინის ჰიმნი გააჟღერეს.

უკრაინის მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე შეჩერდნენ.

აქციის მონაწილეებს უჭირავთ უკრაინისა და საქართველოს დროშები და უკრაინის მხარდამჭერი პლაკატები.

აქციას შეუერთდნენ "ბაიკერებიც". ამასთან, ხალხმრავალი აქციის გამო რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.

"ინტერპრესნიუსი"