"ჩვენ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სა­გან ის­ტო­რი­ის ახალ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს გა­ვე­ცა­ნით...არ მესმის, რის გამო ვერ ვიტანდით უკრაინას" - რას ამბობს რუსეთის სახალხო არტისტი? - კვირის პალიტრა

"ჩვენ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სა­გან ის­ტო­რი­ის ახალ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს გა­ვე­ცა­ნით...არ მესმის, რის გამო ვერ ვიტანდით უკრაინას" - რას ამბობს რუსეთის სახალხო არტისტი?

რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რას რუ­სე­თის კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­ე­ბი მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. მათ შო­რის არის რუ­სე­თის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი ლია ახე­ჯა­კო­ვა, რო­მელ­მაც სპე­ცი­ა­ლურ მი­მარ­თვა­ში სა­ქარ­თვე­ლოც ახ­სე­ნა:

ლია ახე­ჯა­კო­ვა:

- მე მო­ვუ­წო­დებ კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­ებს, მო­ვი­და დრო, როცა უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ. გა­მოვ­თქვათ ჩვე­ნი აზრი. სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჩვენ აღარ გვექ­ნე­ბა. ტყუ­ი­ლი ისე იღ­ვრე­ბა, ისე ედე­ბა ყვე­ლა­ფერს, უკვე სამ­ყა­როც ვე­ღარ უძ­ლებს. ყვე­ლა­ფე­რი მოვ­სვა­რეთ, და­ვა­ტა­ლა­ხი­ა­ნეთ ჩვე­ნი სი­ტყვე­ბით, ქმე­დე­ბე­ბით, კო­რუფ­ცი­ით.

და ამ ბინ­ძუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით ვართ ჩვენს მე­ზობ­ლებ­თან, სამ­ყა­როს­თან, ოკე­ა­ნე­ებ­თან, ზღვებ­თან... უკვე რვა წე­ლია იქ ხალ­ხი იღუ­პე­ბა და ახლა უკ­რა­ი­ნა, მათ და­ეს­ხა თავს, მაგ­რამ დიდი ხნით ადრე მო­ი­გო­ნეს მო­სახ­ლე­ო­ბის დე­პორ­ტა­ცია და ამ დე­პორ­ტა­ცი­ამ სა­ში­ნე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. ჩვენ გვე­ჯავ­რე­ბო­და უკ­რა­ი­ნა, მე არ მეს­მის, რის გამო ვერ ვი­ტან­დით უკ­რა­ი­ნას. ჩვენ ხომ ერ­თად ვიბ­რძო­დით, ყვე­ლა ჩვენ ერ­თად ვის­ხე­დით ბა­ნა­კებ­ში... და სხვა­თა შო­რის ქარ­თვე­ლე­ბიც, რომ­ლებ­თა­ნაც ომი და­ვი­წყეთ. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში სა­ხე­ში შე­ვა­ფურ­თხეთ, რო­გორც კი შევ­ძე­ლით.

რო­დის დას­რულ­დე­ბა ეს სი­ძულ­ვი­ლი?! სი­ძულ­ვი­ლი მათ მი­მართ, ვინც ჩვენს გარ­შე­მო არი­ან. მხო­ლოდ ჩვენ ვართ თეთ­რი და ფუმ­ფუ­ლე­ბი და ყვე­ლა ჩვენ გვჩაგ­რავს. რო­დის დას­რულ­დე­ბა ეს. ეს ძა­ლი­ან ცუ­დად დამ­თავ­რდე­ბა...

გუ­შინ ახე­ჯა­კო­ვამ კი­დევ ერთი მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ამ­ბობ­და, რომ რუ­სე­თის მიერ დონ­ბა­სის აღი­ა­რე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სა­ძაგ­ლო­ბა იყო.

- ჩვენ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სა­გან ის­ტო­რი­ის ახალ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს გა­ვე­ცა­ნით, პუ­ში­ლინ­თან (ე.წ. დო­ნეც­კის რეს­პუბ­ლი­კის მე­თა­ურ­თან) და "მო­ტო­რო­ლას­თან“ (ე.წ. ლუ­განსკის რეს­პუბ­ლი­კის სა­ვე­ლე მე­თა­ურ­თან, მეტ­სა­ხე­ლად "მო­ტო­რო­ლა“) ერ­თად. იხილეთ სრულად