"შე­უძ­ლე­ბე­ლია იმუ­შაო მკვლე­ლის­თვის და მის­გან იღებ­დე ხელ­ფასს" - რუსეთის სახელმწიფო თეატრის დირექტორი გადადგა - კვირის პალიტრა

"შე­უძ­ლე­ბე­ლია იმუ­შაო მკვლე­ლის­თვის და მის­გან იღებ­დე ხელ­ფასს" - რუსეთის სახელმწიფო თეატრის დირექტორი გადადგა

რუ­სე­თის მე­ი­ერ­ჰოლ­დის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რი ელე­ნა კო­ვალ­სკა­ია თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მან რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის სა­პა­სუ­ხოდ მი­ი­ღო.

“მე­გობ­რე­ბო, რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის გამო პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის [ЦИМ] დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას ვტო­ვებ. შე­უძ­ლე­ბე­ლია იმუ­შაო მკვლე­ლის­თვის და მის­გან იღებ­დე ხელ­ფასს”, – და­წე­რა "ფე­ის­ბუქ­ზე" კო­ვალ­სკა­ი­ამ.