"დღეს ეს რთულად ჩანს, მაგრამ გარდაუვალია!"
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი - თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"როდესაც ადამიანები იღუპებიან, საავადმყოფოები იბომბება, ქალაქებში ნგრევაა და მუდმივად ისმის ამათუიმ მნიშვნელოვანი ობიექტის დაცემა-აღების ამბავი, რთულია ერთი თვით ან თუნდაც ერთი კვირით წინ გაიხედო, ჩვენ ყველას შედეგები გვინდა ახლა, ამ წუთს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი ვალია რაციონალური აზროვნების მოხმობა, მობილიზება და პირველი, მძაფრი ემოციის დათრგუნვა იმისათვის, რათა დავინახოთ, რომ რუსეთი აუცილებლად დამარცხდება და ძალიან დიდ ფასს გადაიხდის.
დღეს ეს რთულად ჩანს მაგრამ გარდაუვალია!
კრემლის ტირანია სწორედ კიევთან ომში დასამარდება!".