უკრაინის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ რუსული ძალები კიევში არიან
უკრაინის ოფიციალური პირები სოციალურ ქსელში წერენ, რომ რუსული ძალები კიევში იმყოფებიან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მტერი ობოლონის რაიონში იმყოფება.
უწყება ადგილობრივებს ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ გაკეთებისკენ მოუწოდებს.
"გააკეთეთ „მოლოტოვის კოქტეილები", გაანეიტრალეთ ოკუპანტი! მშვიდობიანო მოქალაქეებო - ფრთხილად, არ გახვიდეთ სახლებიდან !"- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.