"მაშინ, როდესაც 2008 წელს ჩვენს გამო პრობლემები შეიქმნა უკრაინამ, ელემენტარული სახელმწიფოებრივი ღირსება არ უნდა გქონდეს?!"
ექსპერტი გია ხუხაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშილის განცხადებას გამოეხმაურა.
"არ ვამბობ, რომ ჩვენ მაინცდამაინც ფრონტის წინა ხაზზე უნდა გავიჭრათ, მაგრამ დღეს გამოვაქვეყნე იუშენკოს გამოსვლა 2008 წელის აგვისტოს ომის დროს თბილისიდან. მან კარგად ახსნა, რატომ იყო ვალდებული, რომ თბილისში ყოფილიყო.
უკრაინაში არ მიდიხარ, გავიგეთ. ჩვენი სანქციებით რუსეთი ვერ გაღიზიანდება იმიტომ, რომ საერთოდ ვერც იგრძნობენ ამას. მორალური ვალი არ გვაქვს იმ ქვეყნისადმი, რომელმაც 2008 წელს შეარაღება გამოგვიგზავნა? მაშინ, როდესაც მათ არანაირი პრობლემა არ ჰქონდათ, პრობლემები შეიქმნეს. ელემენტარული სახელმწიფოებრივი ღირსება არ უნდა გქონდეს, თუნდაც მინიმუმით უპასუხო?!", - ხუხაშვილი პრემიერის დღევანდელ განცხადებებზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობას არ აპირებს.
როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით მიიღეს.