BBC: ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებს უმოქმედობაში ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

BBC: ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებს უმოქმედობაში ადანაშაულებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევის ოფისიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს. ქვეყნის პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს რუსეთის წინააღმდეგ არასაკმარისი ზომების მიღებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

”მეორე მსოფლიო ომის მსგავსად, თქვენ თქვით, რომ აღარასოდეს მოხდებოდა ასეთი რამ, მაგრამ ამას კვლავ ვხედავთ და თქვენ არ აკეთებთ საკმარისს საპასუხოდ,” - აცხადებს ზელენსკი.

ის ასევე დასძენს, თუკი ევროპელი ლიდერები სწრაფად იმოქმედებენ გვიანი არ არის რუსული „აგრესიის" შესაჩერებლად და მოუწოდებს მოქალაქეებს ევროკავშირის მასშტაბით, გააპროტესტონ და აიძულონ თავიანთი მთავრობები გადამწყვეტი ქმედებებისკენ.

“დარწმუნებული ვარ, ამას ხედავთ - თქვენ ყველანი, მთელი ევროპა. მაგრამ ჩვენ კარგად ვერ ვხედავთ, რის გაკეთებას აპირებთ ამასთან დაკავშირებით, როგორ აპირებთ თავის დაცვას, როცა ასე ნელა ეხმარებით უკრაინას“, -აღნიშნა ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. რუსულად საუბრისას ზელენსკიმ თქვა: "კიდევ ერთხელ მინდა მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. ბრძოლა მიმდინარეობს მთელ უკრაინაში. მოდით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. შეაჩეროთ ხალხის სიკვდილი."

გარდა ამისა, ზელენსკიმ მიმართა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. "მტკიცედ დადექით. თქვენ ხართ ყველაფერი, რაც იცავს ჩვენს სახელმწიფოს. დიდება უკრაინას!"- ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.