"ნატოს უნდა გადაედგა მეტად გადამწყვეტი ნაბიჯები. ისინი უკრაინას მხოლოდ ბევრი რჩევით ამარაგებენ " - კვირის პალიტრა

"ნატოს უნდა გადაედგა მეტად გადამწყვეტი ნაბიჯები. ისინი უკრაინას მხოლოდ ბევრი რჩევით ამარაგებენ "

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო და ევროკავშირი უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით არასაკმარისად მტკიცე პოზიციის დაკავებაში დაადანაშაულა.

როგორც თურქეთის პირველმა პირმა აღნიშნა, ევროკავშირი და სხვა პროდასავლური ორგანიზაციები უკრაინას მხოლოდ ბევრი რჩევით ამარაგებენ.

"ნატოს უნდა გადაედგა მეტად გადამწყვეტი ნაბიჯები. ევროკავშირი და სხვა პროდასავლურმა ორგანიზაციებმა ვერ იქონიეს საკმარისად სერიოზული და მტკიცე პოზიცია ამ მომენტისთვის. ისინი უკრაინას მხოლოდ ბევრი რჩევით ამარაგებენ “, - განაცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებთან.

"ინტერპრესნიუსი"