"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის ვინც თქვენ, თქვენს მომყვანს და დამსმელს ხელს ჩამოართმევს" - პაატა ბურჭულაძე საქართველოს პრემიერს მიმართავს - კვირის პალიტრა

"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის ვინც თქვენ, თქვენს მომყვანს და დამსმელს ხელს ჩამოართმევს" - პაატა ბურჭულაძე საქართველოს პრემიერს მიმართავს

ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულძე საქართველოს პრემიერს დღეს გაკეთებული განცხაების გამო აკრიტიკებს:

"ღრმადპატივცემულ" საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს!"ღრმადპატივცემულო" ბატონო პრემიერ მინისტრო, აქამდეც მქონდა ამის სურვილი რომ მეთქვა თქვენთვის მაგრამ თავს ვიკავებდი, თუმცა დღეს აუცილებლად უნდა გაცნობოთ და გულრწფელად გითხრათ რომ მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის ვინც თქვენ, თქვენს მომყვანს და დამსმელს და თქვენს მიმდევრებს ხელს ჩამოართმევს. ბოდიში, რომ დამიგვიანდა ამის შეტყობინება და ბოდიში რომ უფრო თქვენთვის შესაფერისი სიტყვებით ვერ შეგამკეთ."უღრმესი პატივისცემით" პაატა ბურჭულაძე.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობას არ აპირებს.