რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინელ ჯარისკაცებს მიმართა - კვირის პალიტრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინელ ჯარისკაცებს მიმართა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინელ ჯარისკაცებს მიმართა და მოუწოდა ძალაუფლება ხელში აიღონ.პუტინმა უკრაინის ხელისუფლებას ნაცისტები უწოდა და ჯარისკაცებს მოუწოდა არ დაემორჩილონ მათ.

"ჩვენთვის უფრო მარტივი იქნება შეთანხმების მიღწევა თქვენთან, ვიდრე ამ „ნარკოდამოკიდებულებთან და ნეო-ნაცისტების ჯგუფთან“, რომლებიც კიევში არიან და უკრაინელი ხალხი მძევლად ჰყავთ“, - განაცხადა პუტინმა.

მან უკრაინელ ჯარისკაცებს მოუწოდა არ მისცენ უფლება „რადიკალებს“, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები ფარად გამოიყენონ.

"ინტერპრესნიუსი"