"მსოფლიომ რუსეთს და ბელარუსს პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს მათ ქმედებებზე - რუსეთს, როგორც აგრესორს, ბელარუსს, როგორც ხელის შემწყობს" - კვირის პალიტრა

"მსოფლიომ რუსეთს და ბელარუსს პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს მათ ქმედებებზე - რუსეთს, როგორც აგრესორს, ბელარუსს, როგორც ხელის შემწყობს"

მსოფლიომ რუსეთს და ბელარუსს პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს მათ ქმედებებზე - რუსეთს, როგორც აგრესორს, ბელარუსს, როგორც ხელის შემწყობს, - ამის შესახებ ბრიუსელში ნატო-ს საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს წევრები ერთად უნდა დადგნენ და უფრო მეტი უნდა გააკეთონ.

"დასავლეთის ლიდერები მზად უნდა იყვნენ მეტის გასაკეთებლად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფასის გადახდა მოგვიწევს, რადგან ეს გრძელვადიანი პერსპექტივისთვის კეთდება.

მსოფლიომ რუსეთს და ბელარუსს პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს მათ ქმედებებზე. რუსეთს, როგორც აგრესორს, ბელარუსს, როგორც ხელის შემწყობს“

"ინტერპრესნიუსი"